ფსალმუნნი 14:1-5 OGB1885 - Bible AI

1უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა?

2რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა

3და იტყოდის ჭეშმარიტებასა გულსა შინა თჳსსა; რომელმან არა ზაკვა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი

4და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს;

5ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინეგად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.

>